ოქროყანის სპა რეზიდენცია
თანამედროვე ორსართულიანი რეზიდენცია ოთხი საძინებლით, კაბინეტით, სავარჯიშო და სპა ზონებითა და ორმანქანიანი ავტოფარეხით.
ოქროყანის ფერდობზე განთავსებული 343 მ² რეზიდენცია ოჯახურ ცხოვრებას, მუშაობასა და დასვენებას ერთ კომპაქტურ არქიტექტურულ სისტემაში აერთიანებს. პირველ სართულზე მოწყობილია 29 მ² მისაღები, სამზარეულო-სასადილო, კაბინეტი, სავარჯიშო დარბაზი, ორთქლის ოთახი და 60 მ² ორმანქანიანი ავტოფარეხი. ბაღის ტერასაზე მცირე გასაგრილებელი აუზია. მეორე სართულზე ოთხი საძინებელი, გარდერობები, სველი წერტილები და სამრეცხაოა. მუქი ბუნებრივი ქვის მოცულობებს თერმოხის ვერტიკალური ფაქტურა და ფართო ვიტრაჟები არბილებს; ღრმა სახურავი და ტერასები მზის კონტროლსა და მთის ხედებთან კავშირს უზრუნველყოფს. კონსტრუქციული და საინჟინრო გადაწყვეტები თბილისის კლიმატურ და სეისმურ პირობებზეა მორგებული.
რელიეფის, ხედების, ინსოლაციისა და მისასვლელების ანალიზი
დღის ზონის, ოთხი საძინებლის, კაბინეტის, სპა სივრცეებისა და ავტოფარეხის ორგანიზება
მოცულობები, ტერასები, ფასადის მასალები და ფოტორეალისტური ხედები
არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზები, კვანძები და სპეციფიკაციები
გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობა და წყალმომარაგება
ოქროყანის საცხოვრებელი ზონა, თბილისი
მსგავსი ობიექტი გაქვს?
გაზომვაზე გეტყვით რეალურ ვადას და ბიუჯეტს — უფასოდ.